პრაქტიკული პედაგოგიკა - შემაჯამებელი დავალების შედეგების ანალიზის პრაქტიკა
თარიღი: 23 იანვარი 2015
ავტორი: მანანა ბოჭორიშვილი
თარიღი: 23 იანვარი 2015
ავტორი: მანანა ბოჭორიშვილი
ოცდამეერთე საუკუნეში მასწავლებელი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. მაგრამ არის მთელი რიგი საქმიანობებისა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. ერთ-ერთ ასეთად ითვლება შემაჯამებელი დავალებები. სტატიაში განვიხილავთ არა შემაჯამებელი დავალებების ტიპებს და ნიმუშებს, არამედ შემაჯამებელი დავალებების შედეგების შესახებ სემესტრული და წლიური ანგარიშის დაწერის მნიშვნელობას და ფორმებს.
როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ სამ კომპონენტში:
1. საშინაო დავალება;
2.საკლასო დავალება;
3.შემაჯამებელი დავალება.
შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
ყველა მასწავლებელმა კარგად იცის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით შეფასებისას სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება:
1.თხზულება;
2.ტესტური დავალება;
3.მოხსენება;
4.რეფერატი;
5.პროექტი;
6.საველე-გასვლითი სამუშაო;
7.ლაბორატორიული კვლევა და სხვა.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა საგნისთვის დაზუსტებულია შემაჯამებელი დავალებების მინიმალური, სავალდებულო რაოდენობა თითოეული სემესტრისათვის ცალ-ცალკე. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა ჩაატაროს სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა შემაჯამებელი დავალება. თუმცა, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია დაამატოს შემაჯამებელი დავალებები. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ დაესწრო შემაჯამებელ დავალებას, სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი და შესთავაზოს დამატებითი შემაჯამებელი სამუშაო. შემაჯამებელი დავალებების აღდგენა ვრცელდება, როგორც სავალდებულო, ისე მასწავლებლის მიერ დამატებულ შემაჯამებელ დავალებებზე. გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
ყველა მასწავლებელმა იცის, რომ ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.
ამ მოთხოვნების შესაბამისად შესრულებული შემაჯამებელი სამუშაოები არაჩვეულებრივი მასალაა იმისათვის, რომ მასწავლებელმა მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების რეფლექსია მოახდინოს. ხშირად მასწავლებელი ამა თუ იმ კლასში წერს სემესტრულ ან წლიურ ანგარიშს შემაჯამებელი სამუშაოების შესახებ და ამ ანგარიშს, წარადგენს კათედრაზე კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით და განათავსებს თავის პორტფოლიოში. შემაჯამებელი სამუშაოების ეტაპობრივი განზოგადების აქტივობები ეხმარება მასწავლებელს თვითგანვითარებასა და პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფაში. ანგარიშის მოცულობა და ფორმა არ არის დადგენილი და მასწავლებელი თავისუფალია ფორმატისა და ზომის შედგენაში.
გთავაზობთ შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიშის რამდენიმე (სარეკომენდაციო) ფორმას:
პირველი სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში
პედაგოგი ------------------
კლასი ---------------------
საგანი ---------------------
| |
შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი
|
- რამდენი შემაჯამებელი ჩატარდა?
- ესგ საგნობრივი სტანდარტის რომელ შედეგებზე/შედეგებზე გადის ეს შემაჯამებელი დავალებები?
- რა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოები ჩატარდა?
- რამდენია თითოეული შემაჯამებლის საშუალო ქულა?
- რა ტიპის აქტივობების დაძლევა გაუჭირდა მოსწავლეთა უმრავლესობას ამა თუ იმ შემაჯამებელი სამუშაოს დროს?
|
შეჯამება
|
ესგ შესაბამის შედეგებთან მიმართებაში, როგორ შეიძლება შეფასდეს შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესი?
|
რეკომენდაციები, მეორე სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვისთვის
|
რა არის ამ შემაჯამებელი სამუშაოების ძლიერი მხარე?
რა არის გასაუმჯობესებელი ამ შემაჯამებელ სამუშაოებში?
როგორ შეიძლება გაუმჯობესება?
|
ხშირად მასწავლებელი შეიმუშავებს კონკრეტულ სქემას, რომლის შევსება უფრო მცირე დროშია შესაძლებელი, მაგრამ ის იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შემაჯამებელი სამუშაოების ეტაპობრივ ანგარიშში უნდა იყოს ასახული. მაგალითად:
პირველი სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში
პედაგოგი ------------------
კლასი ---------------------
საგანი ---------------------
| |||||
1
შემაჯამებელი
|
2
შემაჯამებელი
|
3
შემაჯამებელი
|
4
შემაჯამებელი
|
შენიშვნა
| |
ჩატარების დრო
| |||||
კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში
| |||||
რა გაუჭირდა კლასს ამ შემაჯამებელში
| |||||
სტანდარტის რომელ შედეგებზე/შედეგებზე გადის ეს შემაჯამებელი
| |||||
რეკომენდაციები, მეორე
სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების დაგემვისთ ვის
|
- რა არის ამ შემაჯამებელ სამუშაოების დაგეგმვაში, ჩატარებაში და შეფასებაში გასაუმჯობესებელი?
- როგორ შეიძლება გაუმჯობესება?
|
როდესაც ამ ფორმით ან ნებისმიერი გზით მასწავლებლები აანალიზებენ შემაჯამებელი დავალებების შეფასების შედეგად მიღებულ მონაცემებს, ამ დროს ისინი მიზნად ისახავენ თითოეული მოსწავლის, მოსწავლეთა ჯგუფისა და, ზოგადად, კლასის მიღწევების გაუმჯობესებას.
როდესაც მასწავლებელი ასეთი ტიპის ანგარიშებს განათავსებს თავის პირად პორტფოლიოში თუ კათედრის პორტფოლიოში, ამით პორტფოლიო ხდება უფრო ინფორმაციული და უფრო მეტს „მოგვითხრობს" მასწავლებლის საქმიანობის შესახებ. ამასთანავე ამგვარი პორტფოლიოების მეშვეობით სკოლას შეუძლია უფრო მასშტაბური სურათის დანახვა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სტრატეგიების დაგეგმვა, მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზირება და პრევენცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий